Saturday, April 12, 2014

1. პროექტის სახელწოდება:"მხარე სადაც შენ ცხოვრობ"        
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:  "ჩემო ლამაზო სამშობლო"
3.პროექტის აქტუალობა: დამოკიდებულება სამშობლოსადმი, ტრადიციებისა და კულტურისადმი, ვფიქრობ, უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშობის ასაკში.
4.პროექტის მიზნები: პატარებს მოუწევთ წარმოსახვითი მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
5.მონაწილეთა ასაკი: 6–7 წლის ბავშვები.
6.ვადები/ ხანგრძლივობები: დრო სწორად უნდა იყოს განაწილებული რომ პატარებისთვის არ იყოს მოსაწყენი და უინტერესო გაკვეთილი.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეს უჩნდება ინტერესი უფრო მეტი გაიგოს თავისი კუთხის შესახებ, მის ტრადიციებზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: შესასწავლი სიმღერა: ა.ბალანჩივაძის სიმღერა კინოფილმიდან " გიორგი სააკაძე"; მოსასმენი მასალა: ს. ცინცაძე, საკვარტეტო მინიატურა "ლალე"; სახელმძღვანელო.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1 აქტივობა: (10 წთ) ვახსენებ განვლილ გაკვეთილზე შესწავლილ ხალხურ ლექსს"ლალე", რომელზეც ბავშვებს ჰქონდათ სომღერის შექმნის მცდელობა. პატარებს მოუწევთ მისი წაკითხვა შესაბამისი ინტონაციით: მკაცრად? ხალისიანად? ხუმრობით? მშვიდად?
2 აქტივობა: (5წთ)  გადავდივარ კითხვებზე: – კომპოზიტორი რომ ყოფილიყავით, როგორ სიმღერას შექმნიდით ამ ლექსზე: – მხიარულს თუ სევდიანს? ჩქარს თუ ნელს? სოლისტი შეასრულებდა თუ იქნებოდა დუეტი?  რატომ?
3 ქატივობა: (10წთ) სიმღერის შესწავლა.
4 აქტივობა: ( 5წთ) ვასმენინებ ს. ცინცაძის საკვარტეტო მინიატურას "ლალე" და ვიწყებთ მის გარჩევას:
–როგორი მუსიკა მოვისმინეთ, ვოკალური თუ ინსტრუმენტული? რომელი ტემბრი შეიცანით?
5 აქტივობა:(10 წთ)სახელმძღვანელოში ვპასუხობთ კითხვებს და ვსაუბრობთ:– რა ჰქვია ჩვენს სამშობლოს? წარმოშობით საქართველოს რომელი კუთხიდა ხართ?
6 აქტივობა: ( 5წთ) ვაძლევ საშინაო დავალებას : სთხოვონ ბებოს ან პაპას შეასწავლონ ხალხური ლექსი ან ლიმღერა.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე სიმღერით იმეორებს მუსიკალურ ფრაზებს; ხმას აყოლებს მასწავლებელს, თანაკლასელების სიმღერას.
გამოხატავს დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას მოსმენილი ნაწარმოების მიმართ. განმეორებითი მოსმენისას სიმღერით აჰყვება მუსიკას.
ამოიცნობს საკრავებს სოლო ჟღერადობის დროს; მოძრაობით ახდენს მათზე დაკვრის იმიტაციას.
11.პროექტის ხალმძღვანელი( მასწავლებელი): ნატო მაჭავარიანი
12.ხალმძღვანელის ელ. ფოსტა: nikareziluka@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდა/ბლოგი:nikareziluka.blogspot.com

No comments:

Post a Comment